გას ვან სენტის ფილმი მოგვითხრობს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ ყმაწვილზე უილ ჰანტინგზე, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია და მუდმივად გაურბის თავის მეგობრებს. ფსიქიატრ შონ მაგუაირთან შეხვედრის შემდეგ, იგი თავისი თავის აღმოჩენას შესძლებს.

ჩაპლინისეული კლასიკა მისი პატარა კაცუნას თავგადასავლებზე ალიასკაზე, ოქროს საბადოებზე. 1942 წელს ჩაპლინმა თავიდან დაამონტაჟა ფილმი და დაამატა კადრსმიღმა საავტორო ტექსტი, საკუთარი მუსიკალური გაფორმებით.

უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.

ორი ადამიანის ბობოქარი სიყვარულის ისტორია ...სეილორი და ლულა დაქირავებული მკვლელების მთელ რაზმს ემალებიან, რომლებიც ლულას დედამ დაიქირავა.