ბრენან ჰაფი და დეილ დობაკი თითქოს უკვე ზრდასრულები არიან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის კვლავ სახლში, მშობლებთან ერთად იცხოვრონ. მეტიც, ეჭვიანობენ, როცა მათი მარტოხელა მშობლები შეუღლდებიან და თვითონ კი ძმები-გერები გახდებიან. ბრენანის გაუთავებელი კონკურენცია დეილთან საშინლად ძაბავს მისი დედისა და დეილის მამის ურთიერთობას.
კარლ პიტერსონის საუკეთესო მეგობარი რენდი დიუპრე სამსახურს დაკარგავს, რის შემდეგაც მთელ დროს ახალდაქორწინებულ წყვილთან სახლში ატარებს და სამუდამოდ ჩაუსახლდება მათ. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ატარებს იგი პატარძალთან, მოლისთან, კარლი მით უფრო რწმუნდება რომ მისი საუკეთესო მეგობარი მათი სახლიდან სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.