"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

ცისფერი უფსკრული მოგვითხრობს ორი მამაკაცის მეგობრობაზე, მათ ვნებაზე ოკეანის და დაივინგის მიმართ.

მიურიელი პატარა საკურორტო ქალაქში ცხოვრობს. მისი ოცნება გათხოვდეს. იგი ელოდება ზღაპრულ პრინცს, მაგრამ პრინცი იგვიანებს. მიურილეი გადაწყვეტს თავად გაემგზავროს პრნცის საძებნელად. იგი მიდის სიდნეიში და მისი დაუვიწყარი თავგადასავალიც იწყება.

ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასახვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.

ინგლისელი უილ ფრიმანი 40 წელს უახლოვდება და სიამოვნებით გაექცეოდა საკუთარ ცხოვრებას. ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, არ ჰყავს შვილები და არც მუდმივი სამუშაო ქონია ოდესმე.

როდესაც კუნალსა და სამირას ბინის მეპატრონე იმის გამო გამოაგდებს სახლიდან, რომ მათ არ აცდუნონ მისი ძმისშვილი მომხიბვლელი ნეჰა, ისინი გადაწყვეტენ გეებად წარუდგინონ თავი. მაგრამ გამოჩნდება ლამაზმანი ნეჰა და მათ მეგობრობას კიდევ უფრო დიდი გამოცდა ელის.