ტაივანელი ამერიკელი მამამაკაცი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. ის გეგმავს ცოლად მოიყვანოს ჩინელი გოგონა, რომელსაც მოქალაქეობის მიღება სურს, რათა ამით დააწყნაროს მშობლები ტაივანში. ქაოსი იწყება, როცა მისი მშობლები მოულოდნელად ნიუ-იორკში ჩამოდიან.

დოქტორი ტეს კოლმანი 15 წლის ქალიშვილთან, ანასთან ერთად ვერ ხვდება. მათი ცხოვრებისეული დამოკიდებულება და გემოვნება ფაქტიურად ყველაფერში განსხვავდება. ეს ეხება არა მხოლოდ მოდას, ვარცხნილობას და მუსიკას, არამედ მამაკაცებსაც. ჩხუბი სახლს სულ არყევს: ტესი არ იწონებს ქალიშვილის მუსიკალურ გემოვნებას, ანა კი ვერ იტანს დედის საქმროს, თუმცა ქორწილი უკვე შაბათს არის დაგეგმილი. ერთ ხუთშაბათს, ეს უთანხმოება სათავეს იღებს. ახლა კი ბედი გადაწყვეტს მათ გამოცდას ჩააბაროს - პარასკევს დილით ადრე, დედა და ქალიშვილი აღმოაჩენენ, რომ მათ სხეული შეცვალეს...

ბავშვებს მშობლების ამორჩევა რომ შეეძლოთ, ყველა 30 წლის სანის აირჩევდა. ის ხომ ყველაფრის უფლებას მოგცემდათ. ჭამე რამდენიც გინდა კეტჩუპი, სადაც გინდა იქ გადააფურთხე, თუ გინდა ქუჩაში ლასტებით იარე, არ დაიძინო, ხელებსაც ნუ დაიბან და საწოლიც არ გაასწორო.

ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.