დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "პლეზნატვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.

ავანტიურისტი ირენი სასტუმროს მოკრძალებულ თანამშრომელს, ჟანს, მილიარდერად აქცევს. თავისი შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, იგი მაშინვე ტოვებს მას, მაგრამ შეყვარებული ჟანი მისკენ მიდის. მისი დანაზოგი სწრაფად იწურება და სასოწარკვეთილი ჟანი იღებს წინადადებას, გახდეს ესკორტი ხანდაზმული და უკიდურესად მდიდარი ქალბატონისთვის და ახალი სტატუსი მას აახლოებს ირენთან.

ჟოზეს დედას არ უნდა, რომ მისი შვილი სილვიაზე დაქორწინდეს. მართალია მან ჯერ არ იცის, რომ სილვია მისი შვილისგან ფეხმძიმედაა.

იამაკასი - გადაადგილების ხელოვნებაა, ახალგაზრდებმა, ნინძების ტრადიციებზე დაყრდნობით თავიანთი სტილი შექმნეს. ისინი ადიან ცათამბჯენებზე, აკეთებენ თავბრუდამხვევ ნახტომებს სიმაღლიდან, ფაქტიურად დაფრინავენ. ახალგაზრდები თაყვანს სცემენ მათ და ცდილობენ მიბაძონ, და აი ხდება უბედური შემთხვევა. პატარა ბიჭი დაზარალდა. საჭიროა გულის სასწრაფო გადანერგვა.