სიყვარულის ისტორია, რომელიც ახლო მომავალში დისტოპიურ სამყაროში ხდება. მარტოხელა ადამიანებს საშინელ სასტუმროში აგზავნიან სადაც ისინი ვალდებულნი არიან იპოვონ წყვილი 45 დღეში. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.

ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი - ჯეკ რაიანი, რომელიც ახლა ამერიკის საზღვაო-სამხედრო აკადემიის პროფესორია, ლონდონში ყოფნისას შემთხვევით სამეფო ოჯახზე ტერორისტული თავდასხმის მოწმე გახდა.

1898 წელი. სუდანი. ბრიტანელი ოფიცერი - გარი ფეივერშემი ტოვებს პოსტს, ზუსტად ბრძოლის წინ რის გამოც მეგობრები და საცოლე, წერილს უგზავნიან - ოთხი ბუმბულით, რაც მისი სიმხდალის ნიშანია. ახალგაზრდა საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საიდუმლოდ მიდის აფრიკის კონტინეტზე.

ომს არ მოაქვს გამარჯვება - ყველაზე ხმაურიან გამარჯვებას სასტიკი დამარცხება მოჰყვება თან. გამარჯვებული გენერალი ტიტუს ანდრონიკი რომში ტრიუმფით ბრუნდება და თავისი ტყვეების სიკვდილით დასჯას ითხოვს... მაგრამ გოთების მშვენიერი და ცბიერი დედოფალი ტამარა სიკვდილს გადაურჩება და ტიტუსზე შურისძიების ფიცს დადებს.

კარატეს მასწავლებელი მიაგი ტოვებს ლოს-ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში, რათა იცხოვროს მომაკვდავ მამასთან. დანიელი მას თან ახლავს მოგზაურობაში. იქ მიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დანიელი კი ახალს აკეთებს...