მილიარდერ ედვარდს და მექანიკოს კარტერს არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივე სასიკვდილოდაა ავად. ისინი საავადმყოფოდან ერთად გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვნიან.

" დათვი ბრიგსბის თავგადასავალი" არის საბავშვო სატელევიზიო შოუ, რომელიც შექმნილია ერთი აუდიტორიისთვის: ჯეიმსისთვის. როდესაც გადაცემა უეცრად ჩერდება, ჯეიმსის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება და ის გადაწყვეტს დამოუკიდებლად დაასრულოს ამბავი.

ამ ანიმაციაში მომუშავე ჭიანჭველას უყვარდება მეამბოხე პრინცესა. ის პოპულარობას ჯარისკაცობაში ცვლის. პარადში ერთვება და ყველაფერს სისხლისმსმელი გენერალის ბრძანებით ასრულებს. მაგრამ სინამდვილეში ეს იმიტომ გააკეთა რომ საზიზღარი არმიის წინააღმდეგ ებრძოლა.