არტურ გოლდენის საქვეყნოდ ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული "გეიშას დღიურები", რომანტიკული ეპოსია იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ, რომელიც დღემდე გვაჯადოვებს. ისტორია მეორე მსოფლიო ომამდე იწყება, როცა ღატაკ იაპონელ ბავშვს ოჯახს მოსწყვეტენ გეიშას სახლში მოახლედ სამუშაოდ.

სამხრეთ მადრიდში მცხოვრები ექსცენტრული ოჯახი, დედა ცდილობს დაიცვას 14 წლის ქალიშვილი.

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები კლინიკური სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევის გზით ცდილობენ გარდაცვალების ფენომენი გამოიკვლიონ, რის შედეგადაც თითოეულ მათგანს კოშმარული ხილვები ეწყება. სიტუაცია თანდათან უმართავი ხდება.

მეცნიერი და მასწავლებელი ნორმან სპენსერი მეუღლე კლერთან ერთად ცხოვრობს. ერთ დღეს იგი ხედავს გოგონას აჩრდილს. როდესაც კლერი ახერხებს მასთან კავშირის დამყარებას და იმის გაგებას, თუ რატომ ცდილობს გოგონა ასე დაჟინებით „გადაჭრას“, მეუღლეების ცხოვრება თავდაყირა დგება.