ფილმში მოთხრობილია ამერიკელი რადიკალი ჟურნალისტის, ჯონ რიდის ისტორია, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროს. რიდმა გაიცნო ლუიზა ბრაიანტი, გათხოვილი ქალი, რომელმაც შეძლებული ოჯახი მიატოვა მის გამო და რადიკალი ფემინსტი გახდა. ისინი 1917 წელს რუსეთში ჩავიდნენ, საკუთარი თვალით ნახეს რევოლუცია და შემდეგ აშშ-ში დაბრუნდნენ რათა იქაც მოეხდიანთ რევოლუცია.

ახალგაზრდა და უჩვეულო გოგონა , რომელიც მონათა ოჯახში გაიზარდა ერთი ღამით მეფესთან სასახლეში მოხვდება. მან ჯერ კიდევ არ იცის , რომ დიდ როლს ითამაშებს სამეფოს მომავალში.

ფილმი მოგვითხრობს ბავშვთა მწერალის ბეატრის პოტერის ცხოვრების შესახებ, მის მოქმედებაზე და წინააღმდეგობის სურვილზე ვიქტორიამდელი ინლისის წინ თავის დახრაზე.

რუსი სპორტსმენების დიდი გამარჯვებების ხუთი რეალური ისტორია. და ყოველი გამარჯვების უკან დგას ადამიანური ისტორიები, რომლებშიც სიყვარული, ღალატი, მეგობრობა, პატივისცემა, შრომა და რწმენა ერთმანეთშია გადაჯაჭვული. საკუთარი თავის რწმენა, გამარჯვების რწმენა.