პირველ მსოფლიო ომამდე პარიზში ორი მეგობარი ცხოვრობდა - ავსტრიელი ჟიული და ფრანგი ჯიმი. ერთ დღეს მათ მუზეუმში უძველესი ქანდაკება ნახეს და შეუყვარდათ იგი. მალე მათ ცხოვრებაში გაჩნდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა ქანდაკებას და მოხიბლა ორივე.
ქანთრი მუსიკის ლეგენდის ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორია. მისი პირველი წარმატებები, წლები როცა ის ცნობილ სანი რექორდში წერდა მუსიკას, ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად.
ფიონა და გრანტი უკვე ორმოცი წელია ცოლ-ქმარნი არიან. ფიონას საშიში დაავადების სიმპტომი აღენიშნება. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ცოლ-ქმარს ხანგრძლივი დროით დაშორება უწევთ, რადგან ფიონამ მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტაროს. ერთი თვის შემდეგ, როდესაც მას გრანტი მოინახულებს, ქმარი ხვდება, რომ ცოლმა არა თუ ვერ იცნო, არამედ მისი გული სხვა მამაკაცს ეკუთვნის.
უილიამ ირიშის მოთხრობის ეკრანიზაცია. მდიდარი მამაკაცი ფოსტით უკვეთავს საცოლეს, მაგრამ ქალი ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ის ელოდა.
ისტორია სამხრეთ აფრიკაში არსებული დივერსიული აქტებისა, კორუფციისა და მკვლელობების შესახებ.ფილმის ცენტრალური ფიგურაა პატრიკ ჩამუსო, რომელიც 1980 წელს შეცდომით გაასამართლეს და დააპატიმრეს, მას აწამებდნენ, რადგან ეგონათ რომ ქარხნის აფეთქების მცდელობა ჰქონდა.