ფილმი წარმოადგენს ჯონ ირვინგის რომანის ეკრანიზაციას. ფილმში მოთხრობილია გარპის და მისი დედის ამბავი. ბიჭს სურს სერიოზული მწერალი გახდეს, მისი დედა კი ფემინისტურ მანიფესტებს წერს, რითიც მრავალ ქალს იზიდავს.

ლილანდი მგრძნობიარე ახალგაზრდაა. მას შემდეგ, რაც აუტიზმით დაავადებულ მოზარდს კლავს, მცირეწლოვანთა კოლონიაში ხვდება.

ინგლისი. XX საუკუნის დასაწყისი. ანგელა დერეველი ღარიბი, მაგრამ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებული მომხიბვლელი გოგონაა, რომელიც წარმატებისა და სიყვარულის იმედით ცხოვრობს... პირველი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ, ის თავს აღწევს პროვინციულ სიღარიბეს და მოდურ ცხოვრებას იწყებს... ოცნებობს ცნობილ რომანისტობაზე, არფაზე დაკვრას სწავლობს და თავის ცხოვრებას ლამაზი სურათებითა და სკულპტურებით ილამაზებს... მაგრამ მის გზას სოციალურ კიბეზე, შეცდომები და თავგადასავლები მხარდამხარ მიჰყვება.