ჰარი დინს აქვს მშვენიერი გეგმა მოიპაროს ფასდაუდებელი ბიუსტი. გეგმის განხორციელება მისი მშვენიერი ცოლის ნიკოლის გარეშე წარმოუდგენელია.მას სწორედ მისი სილამაზე სჭირდება. მათ მოუწევთ კარგად მოინდომონ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ.
ბობი და მარტი ბავშვობიდან მეგობრობენ, მაგრამ მათ შორის უცნაური მეგობრობაა: პათოლოგიურად სადისტი ბობი საშინლად დასცინის და აწვალებს მარტის და არა მარტო მას. და ერთხელაც გადაწყვიტავს სამუდამოდ შეწყვიტოს დაცინვები.
რობერტ რიატი არის საუკეთესო მკვლელი ამ მხარეში, მაგრამ ღირსების კოდექსი და მოვალეობის გრძნობა, რომელიც ოდესღაც მისი სასიკვდილო კარიერის ნაწილი იყო, გაქრა. ცივი ომის შემდგომი სამყარო სავსეა ავაზაკებით. ვირთხას სურს "შეკვრა". კიდევ ერთი მკვლელი, მიგელ ბეინი, ამბიციური ახალგაზრდა - პირიქით, სურს გახდეს პირველი თავის საქმეში და იცის როგორ გააკეთოს ეს: გაანადგუროს რატი. მოქმედება სწრაფად და არაპროგნოზირებად ვითარდება, როდესაც სილვესტერ სტალონე ვირთხის როლში და ანტონიო ბანდერასი ბეინის როლში იცავენ თავიანთ პროფესიულ ღირსებას, როგორც მკვლელები. ჯულიანა მური თამაშობს მზაკვრ ჰაკერს, რომელიც დაიჭირეს მკვლელ დუეტს შორის სასტიკი ბრძოლაში.
ახალგაზრდა მხატვარს იოს გაიტაცებენ და "გადააპროგრამირებენ" "გამანთავისუფლებელად" - ანუ ელიტურ მკვლელად... მას შეუძლია იაპონური იაკუძას ლიდერების მოშორებაც კი, მის მბრძანებლების მთავარ მოწინააღმდეგეების, დრაკონების შვილების. ლამაზმანი ემუ აღმოჩნდება ერთერთი მკვლელობის შემთხვევითი თვითმხილველი, რომელიც იომ ჩაიდინა. "მკვლელი - გამანთავისუფლებლების" ტრადიცია ითხოვს, რომ ემუ მისი ხელით იღოს განადგურებული... ამის მაგივრად, მათ ერთმანეთი უყვარდებთ და იწყებენ ვნების და ძალადობის ოდისეას.
რესტორანში მაგიდასთან მეგობრები დაობენ რა არის ცხოვრებაში მეტი – კომიური თუ ტრაგიკული. ავტორი წარმატებული კომედიების დარწმუნებულია, რომ ადამიანები ეძებენ სიცილის მიზეზსს, იმისათვის, რომ ტკივილისგან განთავისუფლდნენ – მისი მეგობარს სჯერა ტრაგედიის ძალის. მაგალითის სახით ყოველივე ისტორიას ყვება, რომელიც ანეკდოტზეა დაფუძნებული დაუპატიჟებელ სტუარზე – ახალგაზრდა ქალზე მელინდაზე. დრამატიულ ვერსიაში ჩვენ ვხედავთ მელინდას ნერვიულობას რთული განქორწინების შემდეგ;მოვლენების კომედიური ვერსია ვითარდება საძინებელ რაიონში, სადაც მელინდა სიტუაციას არევს მეზობლების წვეულების დროს , თავისი მკვლელობის მცდელობით.
რობინ ვილიამსის გმირი ალიასკაზე მცხოვრები წარუმატებელი ტურისტული აგენტია, რომლის ცოლი ფსიქოსომატური დაავადებითაა შეპყრობილი. ის დარწმუნებულია, რომ თბილი კლიმატი მისი ცოლისთვის სასარგებლო იქნება. გზის ფულის საშოვნელად კი, ის მეტად უცნაურ და მოულოდნელ ხერხს მიმართავს.
ორი დიამეტრალურად საპირისპირო მისწრაფებების მქონე ადამიანი შეურიგებელ ბრძოლაში შედის. პოლიციელი ფრენკ კონორი რთული დილემის წინაშე დგას. ერთის მხრივ, მისი შვილი სასიკვდილო ავადაა და მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი შესაფერისი დონორი, პიტერ მაკკეიბი - სიკვდილით დასჯილი სასტიკი მკვლელი - გარბის საავადმყოფოდან, სადაც ის ციხიდან წაიყვანეს. თუ ფრენკი თავის მოვალეობას ბოლომდე შეასრულებს, დამნაშავე მოკვდება, შემდეგ კი უბედური ბავშვი განწირულია. მას შვილის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მკვლელის გადარჩენით შეუძლია და ამ სისხლიან დრამაში მას მოკავშირეები არ ჰყავს: დამნაშავეც და პოლიციაც მის წინააღმდეგ არიან.