სტალინგრადის ბრძოლა იყო ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მეორე მსოფლიო ომში. გერმანიის მთავარსარდლობას სურდა დაეპყრო ქალაქი სტალინგრადი და მდინარე ვოლგის მარცხენა სანაპირო, რომელზეც გადიოდა მთავარი სატრანსპორტო გზა ქვეყნის ევროპულ და აზიურ ნაწილებს შორის. სტალინგრადის დაპყრობით გერმანელებს გზა ეხსნებოდათ მთავარი ნავთობის საბადოებისაკენ - გროზნოსა და ბაქოსკენ. 1941 წლის ზამთარში, იმის გამო, რომ გერმანული არმია არ იყო მზად ზამთრის ომებისათვის, მათი შეტევა მოსკოვზე შეჩერდა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის შედეგად უკანაც დაიხიეს.
ფრეიმერი ჰამბურგიდან ჯონათან ციმერმანი შემთხვევით ხვდება ტომ რიპლის, რომელიც ყიდის ყალბ ხელოვნებას და დაკავშირებულია მაფიასთან. ზიმერმანის ბედი დალუქულია, როდესაც ის ამპარტავნულად უარს ამბობს რიპლის ხელის ჩამორთმევაზე. დაჭრილი რიპლი, რომელმაც შეიტყო, რომ ზიმერმანს ლეიკემია აქვს, ჭკვიანური კომბინაციით არწმუნებს მას, რომ მისი დღეები დათვლილია. რიპლის თანამზრახველი ეპატიჟება ზიმერმანს დაქირავებული მკვლელი გახდეს, ამისთვის დიდ ფულს ჰპირდება მის ოჯახს, რომელიც მალე მარჩენალის გარეშე დარჩება. ჯონათანი, როცა ხვდება, რომ განწირულია (სამედიცინო ტესტები გაყალბებულია), თანახმაა და რიპლის დიდ თამაშში პაიკი ხდება...
ჯიმი დუგანი - ყოფილი ბეისბოლისტია, ვისი დღეები დიდ ლიგაში წარსულს ჩაბარდა. მას მრწვთნელად მოიწვევენ ქალთა ბეისბოლის ლიგაში, რომელიც 1943 წელს დაარსდა, როდესაც ყველა მამაკაცი ომში იყო წასული.
მომავალში, ყველა ადამიანის ტვინში მიკროჩიპი ჩამონტაჟდება, რომელიც ჩაიწერს ყველაფერს, რასაც ადამიანი ხედავს და ესმის მთელი ცხოვრების მანძილზე. სიკვდილის შემდეგ კი, პროფესიონალი დამმონტაჟებელი ჩანაწერიდან უსიამოვნო მომენტებს წაშლის, რადგანაც დაკრძალვისთვის მის ბიოგრაფიაში მხოლოდ სასიამოვნო ამბები დარჩეს. დამმონტაჟებელი - ალან ჰეკმანი, დარწმუნებულია, რომ ამით ადამიანს ცოდვებისგან ათავისუფლებს.
ისტორია ჯონ უილმოტზე, რომელიც გრაფ როჩესტერის სახელით იყო ცნობილი. მე-17 საუკუნის პოეტი, რომელიც ლოთობას გადაყვა, ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიპოვა აღიარება.