ფილმი მოგვითხრობს 17 წლის ბიჭის ისტორიას, სახელად ჰუბერტი, რომელიც დედასტან ერთად მონრეალის გარეუბანში ცხოვრობს. დედა შვილს გაუთავებელი კონფლიქტი აქვთ, რომელიც მტკივნეულ ფაზაში გადადის. ეს არის ისტორია თუ როგორ პარადოსულად შორს შეიძლება იდგეს ერთმანეთისგან ორი უახლოესი მეგობარი.ამ დროს ვაჟის ცხოვრებაში ჩნდება პირველი შეყვარებული, იწყება სამყაროში ადგილის ძიება, ნარკოტიკი...
ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთად იღებს პირველ ჰომოსექსუალურ გამოცდილებას. მაგრამ თუ რომელიმე მათგანი აცნობიერებს და მიიღებს მის არსს, მაშინ მეორე ცდილობს მისგან თავის დაღწევას. შედეგად, ახალგაზრდული სიყვარული მწარე მოგონებად რჩება და საყვარელ ადამიანთან ყოფნის შესაძლებლობა წინასწარ განსაზღვრავს მეგობრის ჰეტეროსექსუალური გამოვლინებების დაკვირვებისა და მიღების აუცილებლობას.
ფილმის მოვლენები ბრუკლინის გარეუბანში ვითარდება. თინეიჯერი ფრენკი გარბის მეგობრებთან იმ დამთრგუნველი ატმოსფეროდან, რომელიც მის ოჯახში სუფევს. თავისი სექსუალური იდენტობის დალაგების მცდელობისას ფრენკი იწყებს ხანდაზმულ მამაკაცებთან შეხვედრას. პარალელურად ახალგაზრდა გოგონასთან აწყობს ურთიერთობას. ფრენკი იკვლევს საკუთარ თავს და მის სურვილებს, რათა გაიგოს, რა იზიდავს მას უფრო მეტად. თუმცა, ცოდნის ამ გზას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.