ფოფი და ბრენჩი აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ ისინი დარჩნენ ტროლთა იმ 6 ტომიდან, რომელიც მიმოფანტულია ექვს სხვადასხვა მხარეს და წარმოადგენენ ექვს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას: ფანკი, ქანთღი, ტექნო, კლასიკა, პოპი და როკი. მძიმე როკის სამეფოს დედოფალ ბარბს, სურს გაანადგუროს ყველა სხვა ჟანდრი, რათა როკი იყოს უზენაისი მუსიკა. მსოფლიოს ბედით დამწუხრებულნი, ფოფი და ბრანჩი სხვა ტროლების მოსაძებნად და გასაერთიანებლად გაეშურებიან, რათა საერთო ძალებით წინ აღუდგნენ ბოროტი დედოფლის ზრახვებს.

გაქცევა სამოთხეში საბერძნეთის კუნძულზე, რომ გაისეირნოთ მომხიბლავი ქალაქის ქუჩებში, დატკბეთ ადგილობრივი სამზარეულოთი, იცეკვოთ დილამდე, იაროთ იახტაზე და შეიყვაროთ მეხსიერების გარეშე - რა შეიძლება იყოს უკეთესი? ჟღერს იდეალური გეგმა ზაფხულისთვის... და სიცოცხლისთვისაც.

ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

ახალი თამამი ხედვა კონკიას ტრადიციული ისტორიის შესახებ, რომელშიც ჩვენი გმირი – ახალგაზრდა ამბიციური გოგონაა, რომლის ოცნებები იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე სამყარო ამის საშუალებას იძლევა.