იტალია. 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და 13 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას შეუყვარდება. მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში. ფილმი წარმოადგენს ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციას.

40 წლის ტურინა რობერტო ცხოვრობს ორი სიყვარულით. ერთის სახელია სარა - ქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს ვიცე-დირექტორი. მეორე ბელაა, რომელიც ხელოვნების მუზეუმების გაფორმებითაა დაკავებული. იგი ორივეს სხვადასხვანაირად ექცევა.