ფილმის მოქმედება მაყურებელს 50-იან წლებში მიჰყავს. ზაფხული დასასრულს უახლოვდება, მაგრამ გართობის სეზონი დაჩრდილა ბიჭის იდუმალი გაუჩინარებამ. ოთხი თინეიჯერი მეგობარი მის საძებნელად მიდის. ბავშვებმა აიღეს რთული დავალება, რადგან სურთ რაც შეიძლება მალე დაბერდნენ.

ისტორია სამ ძმასა და მათ მამაზე, რომლებიც 1900-იან წლებში ამერიკაში ცხოვრობდნენ და თუ როგორ აისახა მათ ცხოვრებაში ბუნება,ისტორია,ომი და სიყვარული.

მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე ამერიკაში. კაპიტანმა კაუჭამ მოიტაცა ბავშვები გოგონა და ბიჭი, ბავშვები მისი ძველი მტრის პიტერ პენის შვილები არიან. პიტერი გაიზარდა და ახლა უკვე პიტერ ბენინგომია და ისე დაკავებულია თავისი ბიზნესით, რომ საერთოდ დრო არ რჩება საკუთარი ბავშვებისათვის. მას საერთოდ დავიწყებული აქვს, რომ ბავშვობაში ის პიტერ პენი იყო. შვილების დასაბრუნებლად კი ყველაფერი უნდა გაიხსენოს.

შოტლანდიის მთები 1700იანი წლები, რობ როი ცდილობს მართოს პატარა ქალაქი და ადგილობრივი დიდებულისგან იღებს სესხს, რათა მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინოს. როდესაც რობს ფულს მოპარავენ, ის იძულებული ხდება რობინ ჰუდივით იცხოვროს, რათა დაიცვას საკუთარი ოჯახი და სახელი.

შუახნის კრიზისის ზღვარზე მყოფი მაიკ ო'დონელი ოცნებობს ხელმეორედ გაიაროს მოზარდობის ასაკი. და აი, ერთ მშვენიერ დილას აღმოაჩენს, რომ ზუსტად ის მიიღო, რაც სურდა. იგი კვლავ 17 წლის არის. ზრდასრული ადამიანის გონებით მოზარდის სხეულში გამოკეტილ მაიკს ეძლევა შანსი, რომ ზოგიერთი მისი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება შეცვალოს. ეს გადაწყვეტილებები არც თუ ისე ცუდი ყოფილა, როგორც მას აქამდე ეგონა.