ჯეკ ტორენსი თანხმდება მეთვალყურის თანამდებობაზე სასტუმრო "ოვერლუქში", სადაც მან, მეუღლე ვენდისთან და მათ ვაჟ დენისთან ერთად, ზამთარი დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილმა უნდა გაატაროს. თუმცა ისინი მომზადებულები არ არიან სიგიჟისთვის, რომელიც იქ დაეხეტება.

გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.

1999 წლის 28 დეკემბერს ნიუ-იორკში ახალი ათასწლეულის დადგომისთვის ემზადებიან. მაგრამ სატანა გადაწყვიტავს ქალაქის ზეიმი ჩაშალოს, მამაკაცის სხეულში ჩასახლდება და მის საცოლედ 20 წლის ქრისტინ იორკს აირჩევს. სამყაროს დასასრული ახლოვდება და ერთადერთი იმედი ათეისტი ჯერიჰო ქეინია.