ფრედი ჰეფლინი ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო პოლიციით. ნაწილობრივი სიყრუის გამო პოლიციელი ვერასოდეს გამხდარიყო. თუმცა, მისი დამთმობი და ღია ბუნების გამო, ის ხდება შერიფი ნიუ-ჯერსის გარეუბანში, ნიუ-იორკის მახლობლად და ცხოვრობს ქალაქში, სადაც ძირითადად დასახლებულია მისი კოლეგები ნიუ-იორკის პოლიციისგან. მაფიის პოლიციელების გამოძიების ძაფები მო ტილდენს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელს, ქალაქში და შერიფ ფრედი ჰეფლინთან მიჰყავს. ჰეფლინი იწყებს ტილდენის დახმარებას და მალევე აღმოაჩენს, რომ მისი გმირები შეიძლება არც ისე უტყუარი იყვნენ.

მეტ ლი ვიტლოკი პატივცემული პოლიციის შეფია ფლორიდის პატარა ქალაქში. მან უნდა გახსნას ორმაგი მკვლელობა სანამ თავად გახდება ეჭვმიტანილი. მან უნდა დაასწროს ყველას და გახსნას საქმე, რათა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

ერთადერთი რაც ტესს სურს მშვიდი ცხოვრება ბოიფრენდთან, დეტექტივ დიკ ტრეისისთან ერთად. მაგრამ ქალაქს თავზეხელაღებულების ბანდა მართავს, რომლებსაც ვერავინ ვერ აჩერებს. ერთადერთი ვისაც ეს შეუძლია, – მამაცი გამომძიებელი დიკ ტრეისი. და ის უკან არ დაიხევს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მის გზაზე მაფიის ბოსი აღოჩნდება.