ფილმი მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის ლეგენდარულ გმირზე – ინგლისელ ჯაშუშზე თ.ე. ლოურენსზე, რომელიც არაბთა ტომებში მოქმედებდა და ითავა მათი ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ. ფილმი თომას ედვარდ ლოურენსის ავტობიოგრაფიის მიხედვითა გადაღებული.

ამ დიდებულ ეპიკურ ფილმში ნეითენ ალგრენი ამერიკელია, რომელიც იაპონელებმა, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თანამედროვე ომის ხელოვნების სწავლებისთვის დაიქირავეს, რომლის დროსაც ალგრენი სამურაებისგან პატივისცემისა და ღირსების პრინციპებს სწავლობს. მოდერნიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის დანერგვის მიზნით ალგრენს სამურაების ცხოვრების სტილის მოსპობას აიძულებენ ,მაგრამ ის გადაწყვიტავს თვითონვე გახდეს უკანასკნელი მებრძოლი, და სამურაების გადასარჩენად იბრძოლოს.

გლადიატორი სპარტაკის ისტორია. დაუძლეველი თავისუფლების სურვილი აიძულებს სპარტაკს მოაწყოს მონების ლეგენდარული აჯანყება, რომელიც გახდა უმთავრესი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში.

რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს კლასიკადაა აღიარებული.ომარ შარიფი და ჯული კრისტი ორ მთავარ გმირს განასახიერებენ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ.

მას შემდეგ, რაც ბენჯამინ მარტინმა თავისი თავი ფრანგებისა და ინდიელების ომში გამოსცადა, მას ეს საქმე აღარ აინტერესებს და ფერმერის მარტივი ცხოვრების წესს ირჩევს. მაგრამ როდესაც მისი შვილი, გაბრიელი ნებაყოფლობით მიდის ჯარში ახალი ნაციის, ამერიკის დასაცავად, ბენჯამინი ძალაუნებურად იძულებული ხდება დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, რათა საკუთარი შვილი დაიცვას.

მას შემდეგ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას გადაწყვიტავს, ლოგანი მიზნად დაისახავს მისი მეგობარი გოგონას სიკვდილისთვის შური იძიოს.ის თანახმაა მუტანტად იქცეს და იქს იარაღის პროგრამის მეშვეობით როსომახა ხდება.

მაკედონიის მეფე ალექსანდრე, თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ,ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით ინდოეთამდე მიიყვანს.