სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...
ტონი მონტანა კუბელი ემიგრანტია, რომელიც მაიამელ ნარკოდილერ რობერტ ლოჯიაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც იგი ლოჯიას კოკაინის გამსაღებლის ადგილს დაიკავებს, მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა.
შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს.
ჭკვიანმა, რბილმა, წყნარმა და შესანიშნავი მანერების მქონე ალაბამელმა იურისტმა უნდა დაიცვას სასამართლოში შავკანიანი, რომელიც უდანაშაულოდაა დაჭერილი და ბრალს სდებენ ძალადობაში.ფილმი გადაღებულია ჰარპერ ლის ცნობილი რომანი მიხედვით. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი
რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედია, რომელიც ცნობილ მსახიობსა და უბრალო ლონდონელ წიგნის გამყიდველს შორის რომანზე მოგვითხრობს.
ორი ძმის მამამ, რომელიც ცხოვრობდა მონტანას დიდებულ მთებში პირველი მსოფლიო ომის წინა დღეს, ორივე ვაჟი აღზარდა ბიბლიური მცნებების სულისკვეთებით. მაგრამ ძმები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იზრდებოდნენ. უფროსი ნორმანი ოცნებობს ნახოს სამყარო და გახდეს ლიტერატურის პროფესორი. უმცროსი პოლ ურჩევნია ბარებში სიარული, ბანქოს თამაში და მზადაა მთელი ცხოვრება მშობლიურ მონტანაში გაატაროს. ერთადერთი, რაც ძმებს აერთიანებს, არის თევზაობის გატაცება. ბედის ირონიით, ამ შემთხვევაში ქარიანი პავლე ბევრად აღემატება თავის სერიოზულ უფროს ძმას.
მოკლე, მაგრამ დრამატული მოვლენებით აღსავსე, მხატვარ - ჟან-მაიკლ ბასკიას ცხოვრების ისტორია.