ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც მათი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის ხელს უწყობს თავის მოსწავლეებს, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.

რუსი მეცნიერი და მწერალი ვლადიმირ არსენიევი მოგზაურობს ტაიგაში, სადაც ხვდება ადგილობრივ მონადირე დერსუ უზალას - ბრძენს, კეთილ და მამაცი კაცს.

1923წ. ცნობილი მწერალი, ვირჯინია ვულფი მორიგი რომანის, “მისის დელოუეის” წერას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო მწერლის, არამედ მკითხველთა ცხოვრებაშიც - ფილმის ძირითადი სიუჟეტის პარალელურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალყური ადევნოს ამ რომანის გავლენას 50-იანი წლებისა და თანამედროვე დროის ორ მკითხველ ქალზე.