თქვენს წინაშეა სამყარო, რომელიც მხოლოდ რობოტებით არის დასახლებული. როგორც ადამიანებს, მათაც აქვთ თავიანთი სოციალური საფეხურები, ჰყავთ თავიანთი გმირები. როდნი ოცნებობს რობოტების სამყარო უკეთესი გახადოს. კიდევ მას ძალიან მოსწონს ერთი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი რობოტი კაპი.

ჯიმი გენიოსია. ის პატარა ქალაქში მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. როგორც ყველა ბავშვი ჯიმიც დადის სკოლაში, თამაშობს, ერთობა, თუმცა ის ყველაზე ჭკვიანია. მას ეკუთვნის არაჩვეულებრივი გამოგონებები, რაც ბევრ წამყვან მეცნიერსაც კი არ დაესიზმრებოდა. ჯიმის ბრწყინვალე გონების წყალობით რთული სიტუაციებიდან თავის დაღწევა შეუძლია. მან ხშირად იხსნა ქალაქი და მთელი პლანეტაც კატასტროფისგან; ცხადია, ეს ყველაფერი მეგობრების დახმარებით შეძლო. სრულყოფილ ბიჭუნას ერთი ნაკლიც – ძალიან დიდი თავი აქვს. კაცმა რომ თქვას, აბა ამდენი ტვინი სად დაეტეოდა.