ერთი მოკლული მამაკაცი და რვა ქალი - თითოეული მკვლელობის საკუთარი მოტივით. თოვლიანი ქარბუქის გამო ისინი მოკლულის სახლში არიან გამომწყვდეულები და მკვლელის გამოაშკარავებას ცდილობენ.
სამ ახალგაზრდა ქალს, დინა ჯონსს, ეფი უაიტსა და ლორელ რობინსონს სურთ,რომ პოპის ვარსკვლავები გახდნენ. მათი ოცნება სრულდება,როდესაც ლეგენდარული ჯეიმს ეარლის ჯგუფში მოხვდებიან. მალე მათი სოლო კარიერაც დაიწყება, მაგრამ როდესაც დინას ჯგუფის სოლისტად დაასახელებენ,მეგობრების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება.
მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ.