ნამდვილი ისტორია პატიოსან ნიუ-იორკელ პოლიციელზე, რომელიც აღვირახსნილ კორუფციას ამხილებს, მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ამხანგები მის წინააღმდეგ აამხედროს.
ამ ისტორიის გმირები თანამედროვე ინდოეთის "მაღალი საშუალო კლასის" წარმომადგენლები არიან. პენჯაბის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ჩვეულებრივ მოვლენად გახდა დასავლური სტილის და ძველებური ტრადიციების გადაკვეთა. 24 წლის ადიტის ქორწილში ჩამოდიან მისი ნათესავები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ჩამოაქვთ განსხვავებული აზრები ცხოვრებაზე.
საი პერიში – მარტოხელა ხანში შესული ფოტოლაბორატორიის უფროსია. მის ცხოვრებაში არაფერი არსებობს სამსახურის გარდა. ერთადერთი სიხარული საის ცხოვრებაში – იორკინების ოჯახია. მრავალი წლის მანძილზე ის ამ ოჯახის სურათებს ამჟღავნებდა, და მიეჩვია ამ ოჯახს, და განსაკუთრებით პატარა ჯეიკობს. მაგრამ ეს მიჩვევა ძალიან შორს შედის.
1917 წელი. დასავლეთ ფრონტზე უამრავი ჯარისკაცი იხრჩობა სისხლში. გადათხრილი და მავთულხლართებით შეღობილი ველი, გიგანტურ სასაფლაოდ არის ქცეული. სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ბურუსში დაკარგული გადარჩენილი ჯარისკაცები, მტრის ზურგში აღმოჩნდნენ. მათი ერთადერთი იმედი, გერმანელების მიერ გათხრილი ტრანშეები და მიწისქვეშა გასასვლელებია.