ფილმის სიუჟეტი გვიჩვენებს მკვლელობას, რომელიც ვნების საფუძველზე მოხდა. ცნობილი კინორეჟისორის ახალგაზრდა საყვარელი კლავს მეტოქეს.
1898 წელი. სუდანი. ბრიტანელი ოფიცერი - გარი ფეივერშემი ტოვებს პოსტს, ზუსტად ბრძოლის წინ რის გამოც მეგობრები და საცოლე, წერილს უგზავნიან - ოთხი ბუმბულით, რაც მისი სიმხდალის ნიშანია. ახალგაზრდა საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საიდუმლოდ მიდის აფრიკის კონტინეტზე.
ნიუ-იუორკის ტაქსის მძღოლი ჯერი ფლეჩერი ფარულად ასევე შეთქმულებების თეორიების გამოძიებაზეც მუშაობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები მის გაჩუმებას გადაწყვეტენ. მოსამართლე ალის სატონს მისი დახმარება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, მოსამართლემ ჯერ საიდუმლოებით მოცული მკვლელობა უნდა გახსნას, რომელიც შესაძლოა ფლეჩერის თეორიასთან კავშირშია.
სმუჩის სიკვდილი - შავი კომედიაა ბავშვური ტელევიზიის სასტიკ კულისების მიღმა მიმდინარე ცხოვრებაზე. რენბოი რენფოლდს, პოპულარული ბავშვური შოუს ვარსკვლავს დაითხოვენ ქრთამის აღებისთვის, მის მაგივრად კი პატიოსან სმუჩის აიყვანენ. სმუჩი მალევე გახდება სუპერვარსკვლავი და გადაცემის რეიტინგსაც აწევს. მაგრამ რენდოლფი შურისძიებას გეგმავს და ოცნებობს ამერიკის ფავორიტის ტიტული დაიბრუნოს.