თავშეკავებული და საკუთარ თავში ჩავარდნილი ლი მუშაობს ზეინკალად ბინის კორპუსში. ერთ დღეს ის გაიგებს, რომ მისი უფროსი ძმა გარდაიცვალა და მის ანდერძში ლი 16 წლის ძმისშვილის მეურვედ არის დანიშნული.

ახალგაზრდა, მაგრამ წარმატებული მწერალი განიცდის შემოქმედებით და სულიერ ტანჯვას. ახალი რომანი არ გამოდის, მუზა არ მოდის და საერთოდ არც გოგონებთან ურთიერთობაში უმართლებს. იგი მთელს დარჩენილ ფანტაზიას მოიკრებს და წარმოსახვაში შექმნის გოგონას, რუბი სპაკს - ფრიადოსანს, ლამაზს, სპოტსმენს , ერთი სიტყვით იდეალურ გოგონას. ერთი კვირის შემდეგ იგი ზუსტად ესეთ გოგონას საკუთარ დივანზე აღმოაჩენს...