ხეკი და რეჩელი - ერთი შეხედვით იდეალური წყვილია. თავიანთი ურთიერთობის განსამტკიცებლად უკვე საკურთხეველთან დგანან. მაგრამ ამ დროს რეიჩელი ხალხში ერთ ადამიანს დაინახავს, რომელიც მასში ეჭვს წარმოქმნის: ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა?

„დღის ბოლოს“ - სიყვარულის ისტორიაა. ისეთი სიყვარულის, რომელზეც არც კი ლაპარაკობენ. ფილმის გმირებს დრო არ აქვთ სიყვარულისთვის, რადგან ისინი მოსამსახურეები არიან. სადღაც ომი მძვინვარებს, აქ კი, ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდებათ.

ლოს ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს.მან უნდა იპოვნოს გზა,რომ დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი.

მაროკოს უდაბნოში მოგზაურ დაქორწინებულ წყვილს თავს ტრაგედია დაატყდება და ეს ამბავი ოთხი სხვადასხვა ოჯახის ისტორიაში გადაიკვეთება.