რეჟისორი იხსენებს ბავშვობას, როდესაც მას შეუყვარდა კინემეტოგრაფი და დაუმეგობრდა სოფელში კინოთეატრის კინომექანიკს.

ორი ციგანი ბარონი, მაინც ახერხებს მეგობრობას, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი 25 წელია არ უნახავთ. და აი ახლა, მათ მოუწევთ განმუხტონ სიტუაცია, რომელიც მათმა შთამომავლებმა დაძაბეს.

ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

მონსტრების მეჯლისი მოგვითხრობს რასისტი თეთრკანიანი მამაკაცის ისტორიას, რომელსაც შავკანიანი ქალი შეუყვარდება. ჰენკი ციხის ჯალათია, ისევე როგორც მისი შვილი სონი. ლეტიციას ქმარი კი ერთ–ერთი სიკვდილმისჯილია.

საბჭოთა ჩემპიონ ივან დრაგოსთან დუელის შემდეგ როკის კრივის კარიერა დასასრულს უახლოვდება. ჯანმრთელობა დაკარგულია და ასაკი უკვე ვეტერანია. და ოფლითა და სისხლით მიღებული მთელი დანაზოგი იპარება ან იხარჯება. ამიტომ მას მხოლოდ მწვრთნელობაზე გადასვლა დარჩა. მაგრამ იქაც კი ყველაფერი მშვიდად არ არის, მისი საყვარელი, პერსპექტიული სტუდენტი ტოვებს როკის და მიდის სხვა მწვრთნელთან. მაგრამ ბედის არცერთ დარტყმას არ შეუძლია როკის სტოიკური ხასიათის გატეხვა. ამ სიტუაციაშიც არ კარგავს რწმენას თავისი იღბლიანი ვარსკვლავის მიმართ და საკუთარ თავში პოულობს ძალას ახალი მიღწევებისთვის.