გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.

დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უბოროტესი საიდუმლო... ამ საშინელი ამბების შესახებ, რომლებიც სახლში ხდებოდა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა ბოლომდე - მოსამსახურემ მერი რეილიმ. მხოლოდ მერი იყო იმ ყველაფრის მოწმე, რაც პატრონსა და მის საიდუმლოებით მოცულ მეგობარს შორის ხდებოდა, რომელიც მოდიოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯეკილი სახლში არ იყო.

1977 წლის ფილმის რიმეიქი მეზღვაურის ისტორიას გვიყვება, რომლის გემიც ჩაიძირება და თავად იდუმალებით მოცულ კუნძულზე აღმოჩნდება.სულ მალე იგი შეიტყობს რომ კუნძულზე მცხოვრებმა უნიჭიერესმა მეცნიერმა და მისმა ასისტენტმა ადამიანებისა და ცხოველების გენის გაერთიანება სცადეს და საშინელ შედეგს მიაღწიეს.

კიდევ ერთი ზვიგენების თავდასხმის შემდეგ, ელენ ბროდი გადაწყვეტს რომ ახალ ინგლისის კუნძულზე წავიდეს კარიბებზე და თავის შვილს და ოჯახს შეუერთდეს. მაგრამ ერთი დიდი თეთრი ზვიგენი მას იქაც გაყვებ და ის კიდევ უფრო მშიერია.