დიდი ხნის წინად ჩინეთი შვიდ სამეფოდ იყო დაყოფილი. შვიდი მეფე გამუდმებით ერთმანეთს ებრძოდა, რათა ხელში ჩაეგდოთ სრული ძალაუფლება. მათ შორის ყველაზე მრისხანე, ცინის სამეფოს გამგებელი, ოცნებობდა, მთელი ჩინეთის იმპერატორი გამხდარიყო.

ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ,კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება.

ჩინური დაზვერვის ოფიცერი ჰონკონგიდან პარიზში ჩამოდის იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს სახიფათო ოპერაციაში, რომლის მიზანია – ნარკობარონის მახეში შეტყუება და მისი ფაკტზე აყვანა. მაგრამ საქმე სრულიად სხვაგვარად მოტრიალდა. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. და ყველა სამხილი მის წინააღმდეგაა. მან უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ამაზე მისი ცხოვრებაა დამოკიდებული.