ოსკაროსანი რომან პოლანსკის ფილმი წარმოადგენს ტომ ჰარდის რომანის "ტესი დებერვილების გვარიდან" ეკრანიზაციას.

მივიწყებულ მომღერალს ორი დღე აქვს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ჩარტების ლიდერი ჰიტი შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცხოვრებაში წესიერი არაფერი დაუწერია, მას სტიმულს აძლევს წერის ნიჭით დაჯილდოვებული ექსცენტრიული ახალგაზრდა ქალი.

უდედოდ გაზრდილი ორი დისთვის ერთმანეთი აღარ არსებობს.

სანი, როდეოს ყოფილი ჩემპიონი, იძულებულია საუზმის მარცვლეულის რეკლამაში ჩაერთოს. ამაში მას ეხმარება მისი ერთგული მეგობარი - დოღის ცხენი. ჯეინ ფონდა, როგორც პოპულარული ჟურნალისტი, ეძებს სკანდალურ ამბებს, მაგრამ პოულობს სიყვარულს...

ბრედი და კეიტი ცდილობენ მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივეს მშობლები გაშორებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხ ადგილას უნდა მოასწრონ მისვლა.