სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...

27 წლის ახალგაზრდა მიემგზავრება მშობლიურ სოფელში, გზად იგი თავის ბავშვობას იხსენებს.

ბილი 27 წლისაა, იგი უმდიდრესი კაცის ვაჟია, რომელმაც ფული სასტუმრო ინდუსტრიით იშოვა. იგი მამის მემკვიდრე ხდება, თუმცა ერთი პირობაა შესასრულებელი...