თავის ტრამვის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირებაა აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რომ მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.
პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში,ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო.
ახალგაზრდა ბანკის თანამშრომელი მოკლულია, და როდესაც ის გაიგებს(უკვე მოჩვენებად გადაქცეული), რომ შემთხვევით არაა მოკლული, ეცდება თავისი საყვარელი გოგონას გაფრთხილებას საფრთხილს შესახებ. ამაში მას დაეხმარება ექსტრასენსი – ზანგი ქალი. უამრავი თავგადასავლების , კომიური სიტუაციების და გულის ამაჩუყებელი სცენების შემდეგ ისინი ერთად გამოააშკარავებენ მკვლელებს.
ხანში შესულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს და ქვრივ კაცს, მისი საუკეთსო მეგობრის მკვლელობის გამო შურისძიება ამოძრავებს და სამართლის აღდგენის საკუთარი ხერხი აქვს.
მდიდარი კალიფორნიელი ქალი ქირაობს კერძო გამომძებელს, გატაცებული ქმრის ადგილსამყოფელის დასადგენად. გამოძიების პროცესში ლიუ საინტერესო პერსონაჟებს ხვდება: ხანში შესულ მსახიობს, ღამის კლუბის მომღერალს, რელიგიური სექტის მეთაურს და კონტრაბანდისტს.
ХIV საუკუნე, ინგლისი. მღვდელი ნიკოლასი იძულებულია შეუერთდეს მოხეტიალე არტისტების ჯგუფს იმისათვის, რომ დადევნებისგან დაიმალოს. სოფელში ჩამოსვლისას, სადაც ცოტახნის წინ ბიჭის მკვლელობა მოხდა, მსახიობებს ახალგაზრდა ყრუმუნჯი ქალი შეხვდებათ, რომელსაც ჯადოქრობას აბრალებენ და სიკვდილი მიუსაჯეს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მსახიობთა ჯგუფის ლიდერი მოიხიბლება ამ ქალის სილამაზით და მის დახმარებას გადაწყვეტს. და იმის მაგივრად, რომ სპექტაკლი ბიბლიურ თემაზე დადგან, მსახიობები მომხდარი დანაშაულის ნამდვილი ფაქტების აღდგენას და ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას ეცდებიან.