დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა.

მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.

ლონდონის მიწისქვეშა სამყარო, აქ ყველაფერი იყიდება თუ ფული გაქვს. ახალგაზრდა გოგო და ბიჭი ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობენ სადაც ბოროტმოქმედთა ბუდეა.

მეცნიერი და მასწავლებელი ნორმან სპენსერი მეუღლე კლერთან ერთად ცხოვრობს. ერთ დღეს იგი ხედავს გოგონას აჩრდილს. როდესაც კლერი ახერხებს მასთან კავშირის დამყარებას და იმის გაგებას, თუ რატომ ცდილობს გოგონა ასე დაჟინებით „გადაჭრას“, მეუღლეების ცხოვრება თავდაყირა დგება.