რობერტ დე ნირო ასრულებს ტრევის ბიკლის - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანის როლს, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს.
სამხედრო გადატრიალების შედეგად სამხრეთკორეის პრეზიდენტი ჩონ დუ-ხვანი ხდება. სტუდენტური დემონსტრაციისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ ქალაქ კვანჯუში ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივად გამოდის აქციებზე. გერმანელ ჟურნალისტს სურს შეაღწიოს მოვლენების ეპიცენტრში და ხალხს სიმართლე გადასცეს. ცხელ წერტილში და უკან იგი სეულელმა ტაქსის მძღოლმა უნდა მიიყვანოს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რომ საღამოს მას სამხედრო პატრულისაგან დამალვა მოუწევდა.
ხუთი კომედიური და დრამატული ისტორია, რომელიც ერთ ღამეს, ხუთ სხვადასხვა მეგაპოლისში მოხდა. ყოველ მათგანს აქვს საკუთარი თემა, რომელიც მისი მოქმედების ადგილს ახასიათებს.
ფილმი მოგვითხრობს ამერიკული კინოს ყველაზე ოდიოზური ფიგურის - ედ ვუდის, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ცუდ რეჟისორად აღიარებულ უცნაურ და ფერად ცხოვრებაზე!
ლოს ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს.მან უნდა იპოვნოს გზა,რომ დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი.
ახალბედა პოლიციელი ამელია დონაჰი უერთდება ლინკოლნ რაიმს, ყოფილ დეტექტივს, რომელიც პარალიზირებულია ხერხემლის დაზიანების გამო. მათ "ძვლების შემგროვებლის" სახელით ცნობილი საშინელი სერიული მკვლელი უნდა დაიჭირონ. მკვლელს თავისებური ხელწერა აქვს, იგი დანაშაულის ადგილას ორაზროვან მინიშნებებს ტოვებს.
მსახიობ ვუდი ჰარელსონის მოგზუარობა ლონდონში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდება.