სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...

ტონი მონტანა კუბელი ემიგრანტია, რომელიც მაიამელ ნარკოდილერ რობერტ ლოჯიაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც იგი ლოჯიას კოკაინის გამსაღებლის ადგილს დაიკავებს, მონტანა ფლორიდის კრიმინალური ჯაჭვის სათავეში ექცევა.

ჭკვიანმა, რბილმა, წყნარმა და შესანიშნავი მანერების მქონე ალაბამელმა იურისტმა უნდა დაიცვას სასამართლოში შავკანიანი, რომელიც უდანაშაულოდაა დაჭერილი და ბრალს სდებენ ძალადობაში.ფილმი გადაღებულია ჰარპერ ლის ცნობილი რომანი მიხედვით. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი

ფილმში აღწერილია 365 დღე 30 წლის ინგლისელი ქალის ცხოვრებიდან. დროის ამ პერიოდში მან მოასწ რო 30 კილოგრამით გასუქება და შემდეგ 29 კილოთი დაკლება , აგრეთვე 200 კოლოფი სიგარეტის მოწევა და სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა რამოდენიმე მამაკაცთან.

წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავის მოსწავლეებს ეუბნება ფრაზას: „ზოგჯერ ბაყაყი ვარ“. ბევრი ბავშვი გაკვირვებულია, სხვები იცინიან, ერთი გოგოს გარდა. მან დიდი ხნის წინ დაიწყო რაღაცაზე ფიქრი. მისი გამოძიება, რომელშიც მას მეზობელი ბიჭი უოტერი დაეხმარა, დაეხმარება კიდევ ერთი სკოლის თანამშრომლის საიდუმლოს ამოხსნაში.