სესილია ნიუ–ჯერსელი მიმტანია, მისი ცხოვრება ერთფეროვანია. ის ერთადერთ შვებას კინოთეატრში პოულობს. სამსახურის დაკარგვის შემდეგ სესილია კინოში მიდის საყვარელი მსახიობის მონაწილებით ფილმის საყურებლად და პრობლემების დასავიწყებლად. კინოსენსის დროს მის ოცნებას ასრულება უწერია.
ბარბარა პოპულარული მწერალია, რომლის წიგნიც, "ჯანდაბას სიყვარული" ფემინისტების მანიფესტად იქცა. არანაკლებ პოპულარული ჟურნალისტი, კეტჩერ ბლოკი მიზნად ისახავს, შეცვალოს მისი შეხედულებები სიყვარულზე.
ანა ლამაზი ქვრივი ქალია, რომელიც საბოლოოდ გადაწყვიტს ისევ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და გათხოვდეს. ანა შეხვდება 10 წლის ბიჭს, რომელიც განუცხადებს, რომ მისი ახალი საქმრო აწგანსვენებული მისი ქმარია. ანნას ისტორია აბსურდ ჰგავს, მაგრამ ვერაფრით იგდებს ბიჭის მონაყოლს თავიდან.
ისრაელის ანტიტერორისტული დაჯგუფების ჯარისკაცის საიდუმლო ოცნება,მანჰეტენზე თმის ვარცხნილობების სტილისტობაა. ზოჰანის სურვილი იმდენად ძლიერია,რომ ის ყველაფრისათვის მზადაა მიზნის მისაღწევად,თუნდაც ეს საკუთარი სიკვდილის სიმულაცია ან არაბ ტაქსის მძღოლთან დაპირისპირება იყოს.