ვეტერან სამურაის რთული დრო დაუდგა, მან სოფელი ბანდიტებისგან უნდა დაიცვას. იგი დახმარებისთვის კიდევ ექვს სამურაის შეკრებს და ისინი სოფლის მაცხოვრებლებს თავდააცვას ასწავლიან.

სამეფო ბრძოლა არის მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობრივი თამაში, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ განადგურების საფრთხის ქვეშ. 42 საშუალო სკოლის მოსწავლე აგზავნიან უკაცრიელ კუნძულზე, სადაც მათ უნდა დახოცონ ერთმანეთი ყველაფრით, რაც ხელთ მოემართებათ - ავტომატური პისტოლეტიდან დაწყებული ტაფამდე. შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

ორი ნიუ-იორკელი პოლიციელი იაკუძას დაჯგუფებებს შორის ომში ჩართული აღმოჩნდება.ისინი ერთერთ მკვლელს დააკავებენ და მისი იაპონიაში დაბრუნება აქვთ დავალებული. მიუხედავად ამისა, მკვლელი გაქცევას მოახერხებს. rnრაც უფრო მეტად ცდილობენ პოლიციელები მის კვალთან მიახლოებას, მით უფრო მეტად ხვდებიან, რომ მხოლოდ თამაშის იგივე ," იაპონური" წესით შეძლებენ მის გამოჭერას.