დაქვრივებული როსარია პარონდი, თავის ოთხ ბიჭთან ერთად გადაწყვიტავს საცხოვრებლად მილანში გადავიდეს, სადაც მისი მეხუთე შვილი ცხოვრობს. თანდათან ყველა ძმა თავის ადგილს და სამუშაოს პოულობს. მაგრამ ერთ დროს შეკრულ ოჯახში განხეთქილებაა: როკო თავის სასტიკ ძმასთან - სიმონთან წინააღმდეგობაში მოდის. განხეთქილების მიზეზი მსუბუქი ყოფაქცევის ნადიაა.
ორი მკვლელი რეი და კენი ბელგიაში, ბრიუგეში ჩადიან და შემდგომ მითითბებს იქ ელოდებიან. აქ მათ საკმარისი დრო აქვთ იმისათვის, რომ მათი წინა დავალება გაიხსენონ. როდესაც კენი შემდეგ დავალებას მიიღებს, ეს სულაც არ აღმოჩნდება ის, რასაც იგი ელოდა.
ისინი ოთხნი არიან, ძმები, მაგრამ საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. ბავშვობაში ისინი ერთმა ქალმა აიყვანა და გაზარდა. ახლა ეს ქალი მკვდარია, ძმები კი, მის მკვლელს ეძებენ სამაგიეროს გადასახდელად.
აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.