2032 წელს, ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალი, საიმონ ფენიქსი, იღვიძებს კრიოს ციხეში 35-წლიანი ყინვის შემდეგ და გადაწყვეტს სან-ანჯელესი, მშვიდი, ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალი, ქარიშხლით აიღოს. ვერ გაუმკლავდნენ ფენიქსის 1990-იანი წლების სასტიკ ჩვევებს, ოფიციალური პირები ეძებენ იმ ეპოქის პოლიციელს, რომელსაც შეუძლია 90-იანი წლების კრიმინალთან გამკლავება. ამისათვის ისინი ათავისუფლებენ სერჟანტ ჯონ სპარტანს, რომელსაც უსამართლოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა კრიო ციხეში ფენიქსთან მისი ბოლო ბრძოლისთვის.

საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV სიცოცხლით ტკბება და დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე დგას. ყოფილი მუშკეტორები ათოსი, პართოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა ერთგული მეგობარი, დარტანიანი.

ყოფილი სპეცრაზმის თანამშრომელი მაიამიში გადადის საცხოვრებლად და მდიდარ ოჯახში მძღოლად დაიწყებს მუშაობას.ერთ დღეს გაიტაცებენ პატარა ბიჭს და მარტინს მოუწევს გაიხსენოს თავისი ძველი პროფესია რათა ბიჭი უვნებლად დააბრუნოს სახლში და თან გახსნას გატაცების გეგმა...

იგივე სახელწოდების პოპულარული ვიდეო თამაშის მიხედვით გადაღებული ფილმი, სადაც ნაჩვენებია უძველესი შეჯიბრება სხვადასხვა სამყაროებიდან ჩამოსულ საუკეთესო მებრძოლებს შორის. მიზანი 10 შჯიბრის მოგებაა, რომ წაგებულად არ ჩაითვალო. ბოროტთა მხარეს უკვე 9 მოგება აქვს, ამიტომ ახლა ლორდ რეიდენის და მისი მებრძოლების მიზანია შეაჩეროს ბოროტი ძალების საბოლოო გამარჯვება.