სამოქალაქო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცი ჯონ დუნბარი თვითმკვლელობით ცდილობს სიცოცხლის დასრულებას, მაგრამ ამის მაგივრად ხდება გმირი. ჯილდოს სახით მას გადაიყვანენ დასავლეთ საზღვართან მიტოვებულ ფორტში, სადაც ის დაუმეგობრდება ადგილობრივ ინდიელთა ტომს.

დატჩი და მისი ჯარისკაცები ცენტრალურმა სადაზვერვოrnსამმართველომ დაიქირავა, რათა ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი მფრინავები, პარტიზანებისგან გადაარჩინონ. მისია საქმეს უმკლავდება, თუმცა დაბრუნებისას აღმოაჩენენ, რომ მათ რაღაც დასდევთ. თითქმის შეუმჩნეველი, ტყესთან შერწყმული, რომელიც მსხვერპლის გვამებს ნაწილებს აცლის. თანდათან მაყურებელი ხედავს, რომ ეს არის ჭკვიანი უცხოპლანეტელი მონადირე, რომელიც ადამიანებზე ნადირობს და სათითაოდ კლავს.

როდესაც იგი იგებს, რომ მის ვიზას ვადა გასდის და დეპორტაცია ემუქრება, ძალაუფლების მოყვარული, წიგნის რედაქტორი მარგარეტ ტეიტი, მის ასისტენტ ენდრიუ პექსტონს მასზე დაქორწინებას აიძულებს.

ტეხასის შტატის ზომის ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება 22,000 მილი საათში სიჩქარით.ნასა-ს აღმასრულებელ დირექტორს დენ ტრუმენს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, გაგზავნოს ჯგუფი ასტეროიდის გასანადგურებლად. ჯგუფში შედის საუკეთესო სპეციალისტი ჰარი ს. სტემპერი. სტემპერი და მისი ბრიგადა უნდა დაეშვას ასტეროიდზე,გაბურღოს მისი ზედაპირი და მოათავსოს ატომური ასაფეთქებელი მექანიზმი.

ფილმში აღწერილია 365 დღე 30 წლის ინგლისელი ქალის ცხოვრებიდან. დროის ამ პერიოდში მან მოასწ რო 30 კილოგრამით გასუქება და შემდეგ 29 კილოთი დაკლება , აგრეთვე 200 კოლოფი სიგარეტის მოწევა და სასიყვარულო ურთიერთობების გაბმა რამოდენიმე მამაკაცთან.

ბარი ბი ნელსონი — ფუტკარია, რომელმაც სულ ახლახანს დაამთავრა კოლეჯი და მომავალ კარიერაზე ზრუნავს. არჩევანი მხოლოდ ერთი აქვს - თაფლის მოგროვება. ბარი მოულოდნელად შარში ეხვევა და მას ნიუ-იორკის მეყვავილე, ფუტკარი ვანესა დაეხმარება. ბარის და ვანესას ერთმანეთი შეუყვარდებათ და ბარი საცხოვრებლად მასთან გადადის.