ლოს ანჯელესელი ტაქსის მძღოლი დაქირავებული მკვლელის მძევალი ხდება და იძულებულია ღამის განმავლობაში ერთი მკვლელობის ადგილიდან მეორეზე ატაროს.მან უნდა იპოვნოს გზა,რომ დაიხსნას ბოლო მსხვერპლი და საკუთარი თავი.

დამნაშავეების მიერ დაგეგმილი დიდი ტერორისტული თავდასხმის დეტალების გასამჟღავნებლად, FBI-ის აგენტი შონ არჩერი თანხმდება რთულ ქირურგიულ ოპერაციაზე. ის ახალ სახეს იღებს, კომაში მყოფ ტერორისტ კასტორ ტროას სახეს. თუმცა, მოულოდნელი ხდება: ტროა იღვიძებს და ქრება არჩერის სამოსით. შონის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა – მას არა მარტო სიცოცხლისთვის, არამედ ცოლისა და ქალიშვილის სიცოცხლისთვისაც უწევს ბრძოლა.

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ის ახალდაქორწინებული FBI-ს აგენტზე მოგვითხრობს რომელსაც აპალაჩის მთებში აგზავნიან სპეციალური დავალებით. საბოლოოდ მას ადგილობრივ ქალთან ერთად უკანონო საქმიანობაში ჩაითრევენ.

ადვილია თავი პატიმრად იგრძნო,როდესაც შენი სიმამრი ციხი უფროსია. ბარიმ და ლარიმ, რომლებმაც ცოლად მისი ქალიშვილები შეირთეს, ბოლომდე შეიგრძნეს ოჯახური იდილია. საკუთარი ცხვორების შეცვლის მიზნით, მათ გადაწყვიტეს გაეძარცვათ მატარებელი ,რომელსაც ფული გადააქვს...