დიდი ხნის წინად ჩინეთი შვიდ სამეფოდ იყო დაყოფილი. შვიდი მეფე გამუდმებით ერთმანეთს ებრძოდა, რათა ხელში ჩაეგდოთ სრული ძალაუფლება. მათ შორის ყველაზე მრისხანე, ცინის სამეფოს გამგებელი, ოცნებობდა, მთელი ჩინეთის იმპერატორი გამხდარიყო.

ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ,კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება.

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სკოლაში ჩნდება ახალბედა - მოზარდი, სახელად დანიელი. ის დედასთან ერთად აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩამოვიდა. ადვილი არ არის მეგობრების შექმნა ახალ ადგილას, სადაც არავის იცნობ, მით უმეტეს სკოლაში, რომელსაც მართავს სასტიკი კარატე ბანდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, ბანდის წევრები ძალიან საშიშია. ისინი საკუთარ თავს კობრებს უწოდებენ და სასტიკად „წკბენენ“ ყველას, ვინც მათთვის არ არის სასიამოვნო. დანიელი ასევე ხვდება არასასურველთა სიებში მას შემდეგ, რაც ის შეხვდება და დაუმეგობრდება კობრას ლიდერის ყოფილ შეყვარებულს. კობრები ახალწვეულს სცემენ. დანიელს შურისძიება სურს და ამავდროულად სურს ახალი შეყვარებულის შთაბეჭდილების მოხდენა.

ფილმის მთავარი გმირი პროფესიონალი ქურდია, რომელიც მორიგი ქურდობისას შემთხვევით მკვლელობას შეესწრება. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აშშ-ს პრეზიდენტია.