ალტერნატიული რეალობა, რომელიც XX-ე საუკუნის დასაწყისს შეესაბამება. პატარა გოგონას სატის მფრინავი ქვა აქვს. მასზე ხელისუფლების აგენტები და მეკობრეები ნადირობენ, რადგანაც ეს ქვა ძალიან ძვირფასია. გოგონა დამდევნებლებისგან დამალვას სცდილობს და შეხვდება პაზას, თავის თანატოლს, რომელიც მეშახტეების ქალაქში მუშაობს. ერთად ბავშვები გაიგებენ, რომ ქვა – იდუმალი მფრინავი კუნძული ლაპუტას გასაღებია.

ტულიო და მიგელი ,ამ სრულმეტრაჟიანი მულტფილმის გმირები, ცდილობენ ფულის იოლი გზით მოპოვებას.მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს ის, რომ ფული თავად მიდის მათთან. გმირებს ძალიან გაუმართლათ,რადგან იპოვეს საიდუმლო რუკა, რომელზეც ოქროს ქალაქი ელ დორადოა მითითებული.

შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს.