დენის ბავშვობიდან მონასავით ექცევიან და წვრთნიან როგორც ძაღლს, მხოლოდ ერთი მიზეზით - რომ მისგან სიკვდილის მანქანა შექმნან, გლადიატორული ბრძოლებისთვის. საბოლოოდ 21 წლის ასაკში, დენი ყველაფერში ბავშვია, გარდა ჩხუბებისა. ერთი ინციდენტის შედეგად, ის განთავისუფლდება და შეხვდება კეთილ, ბრმა პიანინოების ამწყობს, რომელიც თვალებს აუხელს ამ ცხოვრებაზე.
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV სიცოცხლით ტკბება და დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე დგას. ყოფილი მუშკეტორები ათოსი, პართოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა ერთგული მეგობარი, დარტანიანი.
ყოფილი სპეცრაზმის თანამშრომელი მაიამიში გადადის საცხოვრებლად და მდიდარ ოჯახში მძღოლად დაიწყებს მუშაობას.ერთ დღეს გაიტაცებენ პატარა ბიჭს და მარტინს მოუწევს გაიხსენოს თავისი ძველი პროფესია რათა ბიჭი უვნებლად დააბრუნოს სახლში და თან გახსნას გატაცების გეგმა...