როდესაც ბრაიანი რვა წლის იყო, ერთ დღეს თავისი სახლის სარდაფში მოვიდა გონს. მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა იქ როგორ მოხვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა - მას სიბნელის ეშინია, ძილში ლოგინს ასველებს და საშიშ სიზმრებს ნახულობს. ახლა ბრაიანი 18 წლისაა.

ახალგაზრდა მამაკაცი (კრუზი) მისი პატრონის ქალიშვილთან (კიდმანი) ერთად ირლანდიიდან გაიპარება. 1893 წელს ისინი ოკლაჰომაში მიწის ყიდვაზე ოცნებობენ. ახალ ადგილას ჩასულები ისინი სამსახურს მოძებნიან და ფულის შეგროვებას იწყებენ. კაცი კრივს მოკიდებს ხელს და თავიდან წარატებულიც არის ამ საქმეში, სანამ საბოლოოდ არ დამარცხდება და მას საკუთარი დამქირავებლები უკაპიკოდ დატოვებენ, ისე, რომ ზამთარში შიმშილიც კი უწევს. ამის მიუხედავად ფილმის გმირები მაინც იბრძვიან მათი ოცნებისათვის.

უილსონი ახლახანს გამოვიდა ციხიდან, სადაც ბოლო ცხრა წელი გაატარა. მან ციხეში გაიგო ქალიშვილის მოულოდნელი სიკვდილი, რაც მისი აზრით სულაც არ არის უბედური შემთხვევა. უილსონი შურის საძიებლად ლოს-ანჟელესში მიემგზავრება.