"ეფ-ბი-აის" მძევალთა სამაშველო ჯგუფის ყოფილი ლიდერი და აშშ-ს ომის ვეტერანი უილ ფორდი ახლა ცათამბჯენების უსაფრთხოების დონეს აფასებს, ის ჩინეთში იმყოფება და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მაღალი და დაცული ცათამბჯენი უცაბედად ცეცხლის ალში ეხვევა, მისი ოჯახი კი ამ შენობაში იმყოფება...

სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, გრეგის თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ განქორწინების და სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, ქუჩაში მცხოვრებ იდუმალ ქალს იზაბელას შეხვდება. ის დარწმუნებულია, რომ მათ გარშემო დაბინძურებული და დამსხვრეული სამყარო უბრალოდ კომპიუტერული სიმულაციაა. თავდაპირველად, გრეგი ეჭვის თვალით უყურებს მის ნაამბობს, მაგრამ საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ იდუმალი იზაბელას ველურ შეთქმულებაში გარკვეული ჭეშმარიტება შეიძლება მართლაც იყოს.