კარლ ალენის ცხოვრება მაშინ იცვლება, როცა იგი მოხვდება პიროვნული განვითარების პროგრამაში, რომლის ლოზუნგია: უბრალოდ თქვი - დიახ. სიტყვა - "დიახ" კარლის ცხოვრებას შეცვლის, მისი სამსახურეობრივი და სასიყვარულო ცხოვრება წინ მიიწევს. მაგრამ ცოტა ხანში კარლი ხვდება,რომ ყველაფერზე დათანხმება შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი სულაც არ იყოს.
ფრანკო ძეფირელის გენიალური ფილმი, გადაღებული უილიამ შექსპირის შედევრის მიხედვით. დიდებული იტალიელი რეჟისორი, უილიამ შექსპირის პიესათა ეკრანიზაციის ყველაზე საუკეთესო ოსტატად ითვლება. ოსკარის ორი ნომინაციის მფლობელი ფრანკო ძეფირელი, წარმოგიდგენთ უკვდავი "ჰამლეტის" საკუთარ ვერსიას.
მოლი მარტოხელა მომუშავე დედაა, ის აღმოაჩენს მშვენიერ მამას თავისი ბავშვისთვის, ბავშვს მაიკს ურჩევნია ჯეიმსი ტაქსისტი ძიძა, რომელსაც აქვს ის რასაც შეუძლია მათი გაბედნიერება. მოლი არც კი განიხილავს მას... ბავშვი ეშმაკობებით ცდილობს იმოქმედოს სანამ გვიან არ არის.
ლეგენდარული ამერიკელი პილოტის ამელია ერჰარტის ცხოვრება, რომელიც 1937 წელს მსოფლიოს გარშემო ფრენის მცდელობისას წყნარ ოკეანეზე გადაფრენისას გაუჩინარდა.