ასი ათასი თანამშრომელი, ორასი ათასი ინფორმატორი. ისინი ერთად არიან პარტიის ფარი და ხმალი, ცნობილი შტაზის. მათი მეთოდი ეჭვია. სხვების ცხოვრება მათი პროფესიაა. პოპულარული მწერალი და დრამატურგი გეორგ დრეიმანი სიცოცხლის ბოლომდე იცოცხლებდა, მადლიერი მკითხველების ყურადღების მიღმა და აბსოლუტურად უინტერესო სპეცსამსახურებისთვის, რომ არა ცნობილ თეატრის მსახიობთან რომანი. ძალიან ცნობილი, რომ ცენტრალური კომიტეტის გავლენიანი ჩინოვნიკისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ასე ჩნდებიან დრეიმანის ცხოვრებაში შტაზის სპეციალისტები.
მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.
იძულებით დასრულებული კარიერის შემდეგ, ბალერინა დომინიკა ეგოროვა და დედამისი გაურკვეველი მომავლის წინ აღმოჩნდებიან. გმირი თანხმდება წავიდეს "ბეღურების სკოლაში" , სადაც ასწავლიან როგორ აქციონ ახალგაზრდებმა მათი სხეული და გონება საშიშ იარაღად. დიდი ხნის სადისტური სწავლების შემდეგ გოგონა ყველაზე საშიში ბეღურა ხდება საიდუმლო სამსახურის ისტორიაშია...